ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის მობილური აპლიკაცია, რომელმაც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო საქართველოში ოპერირება, უკვე ხელმისაწვდომიაქართულ ენაზე. აპლიკაცია მოიცავს ქართულ ვებგვერდზე {https://www.wildberries.ge/} არსებულ ყველა ძირითად ფუნქციას: პროდუქციის ძიებას, შესყიდვებს, მიმოხილვების დატოვების შესაძლებლობასა და QR კოდების მიღებას შეკვეთების გაცემის პუნქტიდან პროდუქციის გამოსატანად. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მისი ჩამოტვირთვა როგორც Wildberries-ის ვებგვერდიდან, ისე Google Play-სა და App Store-დან.

ქართული ენის დამატების შემდეგ, Wildberries-ის აპლიკაცია უკვე სამ ენაზე არის ხელმისაწვდომი. მობილურ აპლიკაციას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს იმ რვა ქვეყანაში, სადაც ამჟამად ონლაინ სავაჭრო პლატფორმა ოპერირებს.

2025 წლის 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს Wildberries-ის 15 შეკვეთების გაცემის პუნქტი (9 - თბილისში, 2 - ბათუმში და თითო - რუსთავში, ქობულეთში, ახალციხესა და ახალქალაქში).

 

Wildberries-ის შესახებ

Wildberries დაარსდა 2004 წელს რუსეთში და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც ოპერირებს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

Wildberries სთავაზობს მომხმარებლებსა და გამყიდველებს თანამედროვე IT ინფრასტრუქტურასა და განვითარებულ ლოგისტიკურ ქსელს, რომელიც მოიცავს 130-ზე მეტ ობიექტს და 55,000-ზე მეტ შეკვეთების გაცემის პუნქტს ოპერირების ბაზრებზე. 2024 წლის მონაცემებით, Wildberries ემსახურება 75 მილიონზე მეტ მომხმარებელსა და ამუშავებს დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას.