თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო. შემთხვევა დღეს, 25 მაისის საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიჭრა და არავინ დაღუპულა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე" თვითმხილველებმაც გაავრცელეს: