ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონე 13.5%-მდე შემცირდება 2025 წელს, - ინფორმაციას Galt&Taggert ყოველკვირეულ მიმოხილვაში ავრცელებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმი 13.9% შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.5% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 6.7% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.5 პროცენტული პუნქტით 54.8%-მდე გაიზარდა 2024 წელს.