უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2022 წელს 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა.
„წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით.
2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.