ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი ატ­მოს­ფე­რო­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ში­რორ­ჟანგს (CO₂) ით­ვი­სე­ბენ და ინა­ხა­ვენ. მა­გა­ლი­თად, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე ამა­ზო­ნის ტყე და­ახ­ლო­ე­ბით 123 მი­ლი­არდ ტონა ნახ­შირ­ბადს ინა­ხავს, ეს იმა­ზე იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ხმე­ლე­თის ეკო­სის­ტე­მა მსოფ­ლი­ო­ში. თუმ­ცა, ეს ტყე­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან.

2023 წლის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კის ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი მო­წყვლა­დია კლი­მა­ტუ­რი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ. დად­გინ­და, რომ “ელ-ნი­ნი­ოს“ დროს, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ტრო­პი­კულ­მა ტყე­ებ­მა შე­საძ­ლოა და­კარ­გონ ნახ­შირ­ბა­დის შთან­თქმის ფუნ­ქცია.

ეს აღ­მო­ჩე­ნა კი­დევ უფრო სა­გან­გა­შო ხდე­ბა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ “ელ-ნი­ნი­ოს“ მოვ­ლე­ნე­ბის სიხ­ში­რი­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბის ზრდას. ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მეტი “ძა­ლი­ან ძლი­ე­რი“ ელ-ნი­ნიო და­ფიქ­სირ­და, ვიდ­რე წინა 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. აშშ-ის ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­როს ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (NOAA) კი ახ­ლა­ხან და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ­ჟა­მად სწო­რედ ასე­თი ელ-ნი­ნიო მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • რო­გორ მოქ­მე­დებს სი­ცხე მცე­ნა­რე­ებ­ზე?

ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი CO₂-ს ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცე­სით შთან­თქა­ვენ და მას ბი­ო­მა­სად გარ­დაქ­მნი­ან. თუმ­ცა, ბა­ლან­სი ფო­ტო­სინ­თეზ­სა და სუნ­თქვას შო­რის ძა­ლი­ან ნა­ზია და ორ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და წყლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე.

უფრო ცხელ და მშრალ პი­რო­ბებ­ში, მცე­ნა­რე­ე­ბი ფოთ­ლე­ბის ფო­რებს ხუ­რა­ვენ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ წყლის და­კარ­გვა. თუმ­ცა, ფო­რე­ბის და­ხურ­ვა ფაქ­ტობ­რი­ვად უჭ­რის მცე­ნა­რეს საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბას, რად­გან სწო­რედ ამ ფო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შთან­თქა­ვენ ისი­ნი CO₂-ს. ეს მცე­ნა­რე­ებს არ­თმევს ნახ­შირ­ბადს, რო­მე­ლიც ფო­ტო­სინ­თე­ზი­სა და ზრდის­თვის სჭირ­დე­ბათ.

ელ-ნი­ნი­ოს წლებ­ში, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბით, ხან­გრძლი­ვი კლი­მა­ტუ­რი სტრე­სი იწ­ვევს ტყის ზრდის შემ­ცი­რე­ბას და ხე­ე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდას. ამის შე­დე­გე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­რძნო­ბა, რად­გან მკვდა­რი ხე­ე­ბის ლპო­ბი­სას ნახ­შირ­ბა­დი კვლავ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­მო­ი­ყო­ფა.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2015-2016 წლე­ბის ელ-ნი­ნი­ოს დროს, რო­დე­საც ხმე­ლეთ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სა­შუ­ა­ლოდ მი­ნი­მუმ ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იყო, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ზო­გი­ერ­თმა ტრო­პი­კულ­მა ტყემ ფაქ­ტობ­რი­ვად შე­წყვი­ტა ნახ­შირ­ბა­დის შთან­თქმა. ეს აჩენს შეშ­ფო­თე­ბას მიმ­დი­ნა­რე ელ-ნი­ნი­ოს შე­საძ­ლო გავ­ლე­ნა­ზე ამა­ზონ­სა და გლო­ბა­ლურ კლი­მატ­ზე.

კვლე­ვა­ში, 30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ექვს ქვე­ყა­ნა­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ხე გა­ზო­მეს, რათა თვა­ლი ედევ­ნე­ბი­ნათ მათი ზრდის­თვის. ეს ხე­ე­ბი 4000-ზე მეტ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს ტყის მი­წის­ზე­და ბი­ო­მა­სა­ში დაგ­რო­ვი­ლი ნახ­შირ­ბა­დის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­სათ­ვლე­ლად.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ტყე­ე­ბის მო­წყვლა­დო­ბა ელ-ნი­ნი­ოს პი­რო­ბე­ბის მი­მართ მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათ სა­ბა­ზი­სო კლი­მატ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ ვი­ფიქ­როთ, თით­ქოს ყვე­ლა ტრო­პი­კუ­ლი ტყე ცხე­ლი, ტე­ნი­ა­ნი და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ეკო­სის­ტე­მაა, სე­ზო­ნუ­რი გვალ­ვა მრა­ვა­ლი ტრო­პი­კუ­ლი ტყის­თვის რე­ა­ლო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ამა­ზო­ნის ტყის კი­დე­ებ­ზე მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნებ­ში პი­რო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ცხე­ლი და მშრა­ლია.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ამა­ზო­ნის კი­დე­ებ­ზე მდე­ბა­რე მშრა­ლი ტყე­ე­ბი, სა­დაც ხე­ე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად უძ­ლე­ბენ წყლის შე­ზღუ­დუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პე­რი­ო­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ნი იყ­ვნენ ელ-ნი­ნი­ოს ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­მართ. სა­შუ­ა­ლოდ, ტემ­პე­რა­ტუ­რის ყო­ველ 0.5°C-ით მა­ტე­ბა­ზე ეს ტყე­ე­ბი მი­წის­ზე­და ნახ­შირ­ბა­დის 0.5%-ს კარ­გავ­დნენ.

  • მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საფრ­თხე

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­აფრ­თხი­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ 2026 წელი შე­საძ­ლოა კვლავ გახ­დეს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი დაკ­ვირ­ვე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. გან­გაშს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ელ-ნი­ნი­ოს სიმ­კაც­რე. არას­დროს ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ელ-ნი­ნიო და­წყე­ბუ­ლი­ყოს მა­შინ, რო­დე­საც ოკე­ა­ნე­ე­ბი უკვე ასე თბი­ლია, ხოლო ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ასე მა­ღა­ლი.

ამას ემა­ტე­ბა ის ფაქ­ტიც, რომ ბოლო სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზო­ნის კი­დე­ებ­ზე და­ფიქ­სირ­და ზო­გი­ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ყვე­ლა­ზე სწრა­ფი დათ­ბო­ბა, რაც კი ტრო­პი­კებ­ში ოდეს­მე ყო­ფი­ლა. ტყის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ირ­ღვე­ვა, რო­დე­საც დიდი კლი­მა­ტუ­რი ანო­მა­ლია ხდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ტყე ბოლო დრო­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი სტრე­სის­გან აღ­დგე­ნას მო­ას­წრებ­და.

ეს კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ ხე­ე­ბი­სა და ნახ­შირ­ბა­დის ისე­თი მას­შტა­ბის კარ­გვა, რო­გო­რიც აქამ­დე არას­დროს გვი­ნა­ხავს.

წყა­რო:

ambebi.ge