სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55%-ით აისახა.
ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- თევზეული - 20.5%;
- ხილი და ყურძენი - 16.9%;
- პური და პურპროდუქტები - 14.3%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7 პროცენტი;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 9.4%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.8%;
- ზეთი და ცხიმი - 8.7%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 8.6%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6.8%.