თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 28 საათით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

„22 სექტემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს შალიკაშვილის ხიდის მინდებარედ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძის და მექანიზაციის ქუჩებს.  თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N7, მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52“- ნათქვამია განცხადებაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. GWP-ის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.