დანიელმა მკვლევრებმა დაამყარეს ახალი მსოფლიო რეკორდი მზის შუქის ელექტროენერგიად გადაქცევის ეფექტურობაში ინოვაციური ფანჯრების გამოყენებით, რომლებიც ერთდროულად ატარებენ შუქს და გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას – ამის შესახებ, „ევროპულსი“ წერს.

ამ დრომდე გამჭვირვალე მზის ფანჯრებს არ შეეძლოთ საკმარისი ენერგიის შთანთქმა შენობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო მზის პანელები ადრე არ იყო საკმარისად გამჭვირვალე, რათა ისინი გამოეყენებინათ როგორც ფანჯრის მინა.

მკვლევრებმა, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტიდან, მოახერხეს იმის მიღწევა, რომ ფანჯრის მინაზე მოხვედრილი მზის შუქის 12,3% გარდაიქმნა ელექტროენერგიად, რაც შეესაბამება კომერციულ მზის ელემენტების მაჩვენებლებს.