პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაეროს, აშშ-ს, ევროპული ქვეყნების, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების ეგიდით უკრაინაში დროებითი მმართველობის დანიშვნა განვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წყალქვეშა კრეისერ არხანგელსკის მეზღვაურებთან საუბრისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, იმისთვის რომ, ხელისუფლებაში მოვიდეს ქმედითუნარიანი და ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა და ამის შემდეგ უკვე დაიწყონ ჩვენთან ლაპარაკი სამშვიდობო შეთანხმებაზე“, - დასძინა პუტინმა.

თარგმანი: tabula.ge