მექსიკაში, ტეკილას მარეგულირებელმა საბჭომ (CRT) Bacardi-ს 4 დღით გაუუქმა საექსპორტო სერტიფიკატი იმის გამო, რომ მან Patrоn–ს უწოდა ტეკილა „დანამატების გარეშე“. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

მარეგულირებლის თქმით(რომელიც ერთადერთი ორგანოა ქვეყანაში, რომელიც ადასტურებს ტეკილას ავთენტურობას) ასეთმა განცხადებამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები რადგან მექსიკის რეგულაციების მიხედვით, დანამატების გამოყენება წარმოებაში დასაშვებია ბოთლის მთლიანი მოცულობის 1%-მდე ოდენობით.

CRT ასევე თვლის, რომ კომპანიის პოზიცია ეწინააღმდეგება მისი კონკურენტების ინტერესებს ამ ბაზარზე. მსხვილი კონგლომერატები, როგორიცაა Diageo, პირიქით აწარმოებენ ტეკილას დანამატებით და აცხადებენ, რომ ისინი ტეკილას მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ რისკავენ მოთხოვნის დაკარგვას, თუ მომხმარებლები მიმართავენ უფრო სუფთა ალტერნატივებს.

rbc