ოქროს ფასი პარასკევს შემცირდა და ძვირფასი ლითონი ზედიზედ მეორე კვირაა, სავარაუდოდ, კლებას დააფიქსირებს. ფასზე გავლენას აშშ დოლარის გამყარება და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა ახდენს.
ბაზრის მონაცემებით, ოქროს სპოტური ფასი 0.6%-ით შემცირდა და უნციაზე 4 154.78 დოლარი შეადგინა. კვირის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 3%-ზე მეტით გაიაფდა. აშშ-ში ოქროს ფიუჩერსების ფასი კი 0.4%-ით დაეცა და უნციაზე 4 184 დოლარი შეადგინა.
ინვესტორები აშშ-ში არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას ელოდებიან. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის მონაწილეებს ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო საპროცენტო პოლიტიკის შეფასებაში დაეხმარება.
რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, ვერცხლის სპოტური ფასი 0.5%-ით შემცირდა და უნციაზე 60.53 დოლარი შეადგინა. პლატინა 0.4%-ით, 1 716.93 დოლარამდე გაიაფდა, ხოლო პალადიუმის ფასი 0.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 1 172.80 დოლარი შეადგინა.