Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ამოლესილი ლობიო მე-14 ადგილზეა.

Tasteatlas-ი წერს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად წითელ ლობიოს იყენებენ, ხარშავენ, სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ და ჩვეულებრივ მიირთმევენ მჭადთან, ტრადიციულ ქართულ სიმინდის პურთან ერთად.

ასევე გავრცელებულია „ლობიო ნიგვზით“, რომელსაც ცივად მიირთმევენ.

ათეულში 3 ბრაზილიური კერძი მოხვდა, პირველ ადგილზე კი ბერძნული Gigandes plaki-ია.

TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი TasteAtlas-ის აუდიტორიის შეფასებებს ეფუძნება. პორტალი წერს, რომ „მსოფლიოში 50 საუკეთესო ლობიოს კერძის რეიტინგის“ შესადგენად 2023 წლის 13 სექტემბრამდე 3433 რეიტინგი დაფიქსირდა. TasteAtlas-ის რეიტინგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც საბოლოო გლობალური დასკვნა საკვების შესახებ. მისი მიზანია ადგილობრივი საკვების პოპულარიზაცია და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა იმ კერძების მიმართ, რომელიც ჯერ არ გაგისინჯავთ