ბათუმის ცენტრალური პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება.
პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას.
ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს – 3 წუთი 10 ლარი.
თვითმფრინავების ატრაქციონით სარგებლობა – 3 წუთი 5 ლარი.
თევზაობა – 10 წუთი 5 ლარი.
ზღვის ცხოველების ატრაქციონის ფასი 3 წუთით სარგებლობის შემთხვევაში 5 ლარია.
კარუსელი – 3 წუთი 5 ლარი.
ყველაზე იაფი 5 წლამდე პატარებისთვის განკუთვნილი ავტომობილებია – 3 წუთი 1 ლარი.
ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება.
გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება.