შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვის სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, სპეციალური განათების საშუალებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს მეოთხე დღეა ეძებენ.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.