სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზამრთოსა და ნესვის 36 ნიმუში იქნა გამოკვლეული. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. 

„სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ.  კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“, - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.