საქართველოში თავშესაფარი 3 თვეში 338 უცხოელმა მოითხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, წელს, ივლის-სექტემბერში საქართველოში თავშესაფარზე ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს კუბის მოქალაქეებმა, რომელსაც მოსდევს უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.
„ბიზნესპრენსიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ:
- კუბა - 57
- უკრაინა - 53
- თურქეთი - 44
- ინდოეთი - 41
- ირანი - 28
- რუსეთი -20
- ეთიოპია -14
- ეგვიპტე - 11
- პაკისტანი - 10
- სირია - 6