სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების 2023-2024 წლების აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფოსტის 1 თანამშრომელი 2 წლის მანძილზე სამსახურში მხოლოდ 5 დღეს გამოცხადდა და ანაზღაურების სახით 159 145 ლარი მიიღო.
"ფოსტაში სამუშაო დროის აღრიცხვაზე კონტროლი არ ვრცელდებოდა გარკვეული თანამდებობის პირებზე, რაც ვერ ჩაითვლება გამართლებულ პრაქტიკად, ვინაიდან დასაქმებულებისთვის ქმნის არათანაბარ პირობებს, არღვევს შიდა კონტროლის ერთიანობას და შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემის რისკებს წარმოშობს. აღნიშნულს ცხადყოფს ის გარემოება, რომ დასწრების ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა: ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი - "არ გამოცხადება". შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159,145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე", - წერია აუდიტის დასკვნაში