პორტალი Numbeo მსოფლიოს ქვეყნების საგზაო მოძრაობის გადატვირთულობის ინდექსს აქვეყნებს. 84 ქვეყანაში, ყველაზე თავისუფალი გზები და ყველაზე დაბალი საგზაო მოძრაობის ინდექსი ავსტრიაში, ფინეთსა და ესტონეთშია. ყველაზე გადატვირთული ავტოტრანსპორტის მოძრაობა და საგზაო მოძრაობის გადატვირთულობის მაღალი ინდექსი ნიგერიაში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში.

ამ რეიტინგში საქართველო ყველაზე გადატვირთული საგზაო მოძრაობის მქონე ქვეყნებს შორის 55-ე ადგილზეა 120.6 ქულით (ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებელია - 2260.5).

Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანი 25-ე ადგილზეა, 160.6 ქულით (ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებელია - 4592.4); რუსეთი მე-16-ზე 177.9 ქულით (4318.7), თურქეთი 14-ზე 189.8 ქულით (ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებელია - 5911.3).

ყველაზე გადატვირთული ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საგზაო მოძრაობის გადატვირთულობის მაღალი ინდექსის მქონე  ქვეყნების ათეული ასეთია:

ნიგერია - 315.2 ქულა,

შრი-ლანკა - 272.5 ქულა,

ბანგლადეში - 262.3 ქულა,

კენია - 242.1 ქულა,

ეგვიპტე - 229.9 ქულა,

პერუ - 220.4 ქულა,

ირანი - 215.4 ქულა,

ინდოეთი - 203.9 ქულა,

კოლუმბია - 203.6 ქულა,

ინდონეზია - 191.7 ქულა.

ყველაზე თავისუფალი გზების და ყველაზე დაბალი საგზაო მოძრაობის ინდექსის მქონე ქვეყნების ათეული ასეთია:

ავსტრია - 79.1 ქულა,

ფინეთი - 82.6 ქულა,

ესტონეთშია - 84.0 ქულა,

დანია - 87.5 ქულა,

ისლანდია - 88.9 ქულა,

ჩრდილოეთ მაკედონია - 89.4 ქულა,

ჰოლანდია - 89.4 ქულა,

ლიეტუვა - 89.6 ქულა,

ჩეხეთის რესპუბლიკა - 90.6 ქულა,

ნორვეგია - 92.6 ქულა.