ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა სოფო ჭყონიას განცხადებას უპასუხა, რომელშიც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა Georgian Aairways-ის მიერ მოსკოვი-თბილისი-ნიცას რეისის დანიშვნას სამარცხვინო უწოდა.
„ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსის, ჩვენი ბავშვების მოწამვლა... მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია, ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამც თუ კოკა-კოლა და კოკა-კოლის რეკლამით იყვნენ დაკავებული. მე მათ მინდა ვუთხრა, მიხედონ მათ თავის საქმეს, მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობდნენ თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ისევე ქვეყანაზე, და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ,“- განაცხადა თამაზ გაიაშვილმა TV იმედის ეთერში.
სამარცხვინოა კოკა-კოლის წარმოება და მაკდონალდსის, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ - გაიაშვილი
შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს - ირაკლი კობახიძე
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება
,,ტყუილად ნუ წვალობთ! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი მე-6 წერილს აქვეყნებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე