ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ბევრი ადამიანი დგას არჩევანის წინაშე, დატკბეს სახლში მომზადებული კერძებით, თუ აირჩიოს გარეთ რესტორნებისა და კაფეების მრავალფეროვნება. ზოგისთვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი საკვების გამოძახებაა.
საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში მოიაზრება და უმეტესობა ჯანსაღ კვებას ვერ მისდევს, რადგან ამბობენ რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. "თინეიჯერების" უმეტესობა უპირტატესობას ეგეთ წოდებულ, სწრაფ კვებას, ანიჭებს. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ღვეზელს, ხაჭაპურს, ლობიანს, შაურმას.
საშუალო ასაკის მოქალაქეები კი სახლში კვებას ანიჭებენ უპირატესობას. მიიჩნევენ, რომ ასე უფრო ნაკლებს დახარჯავენ და უფრო სუფთად მომზადებულს მიირთმევენ.
რესტორანში რეგულარულად მოსახლეობის მცირე პროცენტი იკვებება.
ქუჩის გამოკითხვა ამ თემაზე "ევრონიუს ჯორჯიამ" ჩაატარა.
შეგახსენებთ, მსოფლიო მასშტაბით "ფასთ ფუდის" ბიზნესი საკმაოდ მზარდია, რაც ადამიანების სამსახურეობრივი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარეობს. მედიკოსები რეგულარულად "ფასტ ფუდის" გამოყენებას ჯანმრთელობისთვის საზოანოდ მიიჩნევენ, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედეგად სიმსუქნის შემთხვევების მატებას ასახელებენ. არასწორი კვება, ჭარბი წონის გარდა, სხვა არაერთ დაავადებასაც ასტიმულირებს.