წლის ყველაზე „საშიშ დღეს“, 31 ოქტომბერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები გაფორმებული გოგრებით, ტკბილეულითა და რაც მთავარია, კოსტიუმებით ეგებებიან.
Halloween მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის ურთიერთობას ეფუძნება. დღესასწაული უძველესი დროიდან მომდინარეობს და ის ზაფხულიდან ზამთრის სეზონში გადასვლასაც აღნიშნავს.
ამჟამინდელი ინგლისური სახელწოდება, Halloween, შუა საუკუნეების ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. სიტყვა “hallow” შუა და ძველი ინგლისური სიტყვებიდან – “holy” (წმინდა) მოდის. დღეს ჰელოუინის ტრადიცია ყველაზე პოპულარული აშშ-ში და კანადაშია, თუმცა იგი ევროპაშიც არის გავრცელებული და აღნიშნავენ საქართველოშიც.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოში 31 ოქტომბრის საღამოს და რა თანხებთანაა დაკავშირებული „საჰელოუინო“ კოსტიუმები და დეკორაციები და რამდენიმე მაღაზია შეარჩია. ესენია მაღაზიათა ქსელი „კურა-კურა“, velistore, Myday და vendoo.ge, როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ მაღაზიებში დღესასწაულისთვის განკუთვნილი აქსესუარების ფასი 4 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეც კი ადის.
მაღაზიათა ქსელ „კურა-კურაში“ ფასები 45-130 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგალითად აღნიშნულ მაღაზიაში ყველაზე იაფად 45 ლარად მომხმარებელი helloween- ის დეკორაციას - ჩონჩხს შეიძენს.
მომხმარებელი „კურა-კურაში“ ჯეკ-ბეღურას ქუდს 65 ლარად შეიძენს, კოსტიუმ-მოჩვენებას 75 ლარად, ხოლო დეკორ - ობობის ქსელს 115 ლარად შეიძენს. ჰელოუინის დეკორაცია - ჩონჩხი გოგრის თავით კი 28 ლარი ღირს.
საჰელოუინო შეთავაზებები აქვს veli store- საც, მათთან ფასები 4 ლარიდან იწყება და 239 ლარამდე ადის მაგალითად Wednesday Prom - ის ფორმა veli store -ში 239 ლარი ღირს. Chaks, ანგელოზის კოსტიუმი, შავი, L ზომა 199 ლარი, მანათობელი გოგრის ფასი 40 ლარია, ხოლო „აბადოკი, შპრიცით“ 16 ლარი ღირს.
მაღაზია myday-ში halloween-ის აქსესუარების ფასები 5 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის. მაგალითად ყველაზე იაფად 5 ლარად „სისხლიანი პირბადის" შეძენაა შესაძლებელი.
ზრდასრულისთვის „კივილის“ ლიცენზირებული ფორმა 499 ლარი ღირს, მომხმარებელს აქვე შეუძლია შეიძინოს „კივილის“ მანათობელი დანაც, რომლის ფასი 19,95 ლარია.
კოსტიუმი Harley Q -ს ფორმა 349 ლარი ღირს, ხოლო საბავშვო კოსტიუმი, Spider Witch-ის ფასი 199 ლარს შეადგენს.
ვამპირის კბილები კი მაღაზია myday-ში 12 ლარს შეადგენს. ჯადოქრის ფრჩხილები მანათობელი 10 ც 19.95 ლარია.
myday- ში მომხმარებელი ასევე ფრჩხილის მანათობელ ლაქს, ტანის და სახის მანათობელ მოსახატ ფხვნილს, ხელოვნურ სისხლს და სხვა მსგავს პროდუქციას შეიძენს, რომელთა ფასიც ცალ-ცალკე 15 ლარია.
ჰელოუინის თემატიკის პროდუქცია განათავსდა Vendoo.ge- ზეც, საიტის მიხედვით აქსესუარების ფასი 4 ლარიდან იწყება და 590 ლარამდეც ადის. vendoo-ზე ყველაზე ძვირიანი აქსესუარი Carnival Toys მაღალი ხარისხის გოგრის ჯუთას ნიღაბია, მოსახსნელი ქუდით, მისი ფასი 590 ლარს შეადგენს.
Carnival Toys მონაზვნის შავი თავსაბურავი 119 ლარი ღირს, ხოლო ამავე ბრენდის ჩამოსაკიდებელი ჩონჩხის დეკორაცია მანათობელი ფარნით და სახით 180 სმ 323 ლარია. აღნიშნულ სერიაში Vendoo-ს მაღაზიაში უფრო ბიუჯეტურ პროდუქტსაც შეხვდებით, მაგალითად Carnival Toys ჯადოქრის ქუდი დეკორაციით, რომლის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, ასევე ელფის ყურები 11 ლარად .
Halloween - ის დღესასწაულზე რამდენიმე ღონისძიებაც არის დაგეგმილი, მაგალითად ილუზიების მუზეუმი მომხმარებელს „მაგიური ჰელოუინის“ საღამოს სთავაზობს, სადაც მომხმარებელს ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი დახვდება.
„ყველა პატარა ჯადოქარს, გიწვევთ ილუზიების მუზეუმში, მაგების საიდუმლო შეკრებაზე! მოემზადეთ ჰელოუინის საშინლად მაგარი თავგადასავლისთვის. ჩვენი ილუზიონისტი – ლაშა გელაშვილი – მაგიის უსასრულო, ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.ილუზიების მუზეუმში ყველაფერი შეიძლება რეალობად იქცეს, თქვენ მხოლოდ ჩვენი მთავარი ჯადოქრის დაკვირვება და მისი მითითებების შესრულება გევალებათ. გელოდებით, 31 ოქტომბერს 20:00-ზე, ბეთლემის 10 ნომერში, სადაც ფერადი ფანჯრების მიღმა ძალიან, ძალიან მისტიკური თავგადასავლები გელოდებათ.“ - წერია აღწერაში. ღონისძიების ფასი კი 25-დან 35 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„ჰელოუინს“ აღნიშნავს „ფოკუს-მოკუსიც“ და პატარებს დეკორაციები, ინტერაქციული თამაშები და სხვადასხვა გასართობები დახვდება, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ხოლო 10 ნებისმიერი ატრაქციონის ფასი 40 ლარია.
Halloween Party-ის მასპინძლობს კლუბი „მონოჰოლიც“, სადაც მომხმარებლისთვის ჯგუფი „დაგდაგანი“ დაუკრავს, ბილეთის ღირებულება 40-45 ლარია.
რამდენიმე ბარში და კაფეში დღეს სპეციალური დრესკოდი ჰელოუინის კოსტიუმი იქნება დაწესებული.