ოკუპირებულ აფხაზეთში სამვარსკვლავიან სასტუმროში რუსებს დასვენება ეგვიპტის ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე ძვირი უჯდებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან ტურისტული სააგენტო „სირენა თრეველის“ ხელმძღვანელი იულია რჟევსკაია საუბრობს.

„საგზურებს ვათვალიერებდი აფხაზეთში ორი მოზრდილისა და ერთი ბავშვისთვის, 10 დღის განმავლობაში. ყველაზე კარგი ვარიანტები, კვებით, 220-240 ათას რუბლი ღირს.  თუ აიღებ ნორმალურ, კომფორტულ ვარიანტს, რომელიც 4*-იანთან ახლოსაა, ეს უკვე 280 ათასი რუბლია.  ადრე 120-150 ათას რუბლად იყო დასვენება შესაძლებელი,“- აცხადებს რჟევსკაია.

მისი თქმით, აფხაზეთში საგზურების მოძიება საკმაოდ მარტივია, რადგან ის საკმაოდ ძვირად ღირებულ მიმართულებად იქცა და ყველა ვეღარ ირჩევს.

„ მაგრამ ფასები გიჟურია  და პირველად 20 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ აფხაზეთში, სამვარსკვლავიან სასტუმროში წასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ეგვიპტეში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში,“ - ამბობს ტურისტული აგენტი.