უახლოესი სამი დღე საქართველოში ნალექიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა +15 +34 გრადუსი იქნება. შედარებით ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 31 მაისს, ტემპერატურა +12+30, წვიმაა მოსალოდნელი 1-ელ ივნისსაც, ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება და გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ.
30 მაისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი არის მოსალოდნელი 31 მაისაა და 1-ელ ივნისს. ტემპერატურა +12+26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში 30-31 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი +20+33 ტემპერატურა. რაც შეეხება 1-ელ ივნისს კვლავ ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა +15+29 გრადუსის ფარგლებში იქნება, გაძლიერდება ჩრდილო დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ-მდე.