საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.

პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან - მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.

კანონპროექტის წარმდგენმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ გამოცხადდება კონკურსი და კონკურსი იქნება განმსაზღვრელი, ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, რეზერვში ჩაირიცხებიან.

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება პროცესს არ შეაჩერებს.