საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ლაშა ქარდავას შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება, დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის აქტიურად აგრძელებს მუშაობს.
შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.