საფრანგეთის ქალაქ დარნეტალის მცხოვრებლებს თაფლს აძლევდნენ ქუჩებში დაყრილი სიგარეტის ნამწვების შეგროვების სანაცვლოდ.

"ბიჩოკებით" სავსე ლიტრანახევრიანი ბოთლისთვის მოხალისეებს ადგილობრივი მეფუტკრეების თაფლით აჯილდოვებენ. მერიის შეფასებით, ყოველწლიურად 200 კილოგრამი "ბიჩოკი" გროვდება დარნეტალის ტროტუარებზე, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მიწაზე დაყრილი სიგარეტის ღერი მინიმუმ 135 ევრო „ღირს“. სწორედ ამდენია ჯარიმა გარემოს დაბინძურებისთვის.

დადგენილია, რომ ბევრი მწეველი, როგორ წესი, ქუჩებში რეფლექსურად ყრის სიგარეტის ნარჩენს ისე, რომ სულაც არ ფიქრობს, როგორ აზიანებს ამით გარემოს. არადა, სიგარეტების ფილტრებში შემავალი პლასტმასი აბინძურებს წყალს და ნიადაგს, წამლავს ადამიანებსა და ცხოველებს.

დარნეტალის მერიის ეს ინიციატივა კი მიზნად ისახავს ხალხის მოტივაციის ზრდას, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ აზარალებენ გარემოს თუნდაც ერთი ნაწვის ქუჩაში ადადგებით. 

ევროპის ქვეყნები ამ სახიფათო ნარჩენების სასარგებლო მასალად გადაქცევის სხვადასხვა გზებს იგონებენ. მაგალითად, ქალაქ ზიარ ნად ჰრონომში (სლოვაკეთი) გაჩნდა მსოფლიოში პირველი გზა სიგარეტის ნამწვით. მის შესაქმნელად, სიგარეტის ფილტრები დამუშავდა პლასტმასის ბოჭკოებად, რომლებიც შემდეგ გამოიყენებოდა როგორც დანამატი გზის ზედაპირის მოსამზადებლად. მარშრუტი ჟიარ ნად ჰრონომამდე საპილოტე პროექტია. ახლა ანალოგიური გზის გაყვანას აპირებენ ბრატისლავაში. ამისთვის ქალაქის ბაზრობებზე, ფესტივალებსა და ბაზრებზე სიგარეტის ნამწვის შესაგროვებელი კონტეინერები დამონტაჟდა. ისინი განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის ფილტრებისთვის, ასევე თანამედროვე მოწყობილობების ფილტრებისთვის.

ტალინის პლაჟებზე შეგროვებული სიგარეტის ნამწვები კი გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა ძაფების დასამზადებლად 3D ბეჭდვისთვის. შეგროვებული სიგარეტის ნამწვი იწმინდება და მუშავდება ბიოდეგრადირებადი თერმოპლასტიკური ძაფებით. ამ გზით შესაძლებელი გახდება 3D ბეჭდვის ზიანის შემცირება ბუნებაზე, პროცესში რეციკლირებული პლასტმასის გამოყენებით. სიგარეტის ნამწვის მოსაგროვებლად უკვე დამონტაჟდა სპეციალური საფერფლეები პლაჟებზე. მათ მალე სხვა საჯარო სივრცეებშიც დაამონტაჟებენ.

საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა არის პრობლემა, რომელსაც ევროპის მრავალი საკურორტო ქალაქი ებრძვის. წელს, საზოგადოებრივი ადგილების სისუფთავის შესანარჩუნებლად, ბარსელონამ აკრძალა მოწევა ქალაქის ყველა პლაჟზე, ხოლო შვედეთის ქალაქ სედერტალიემ  ქუჩებიდან სიგარეტის ნამწვების შესაგროვებლად გაწვრთნა ყვავები. დამლაგებლის პოზიციაზე ჩიტების დასაქმება ნებაყოფლობითია. ფრინველებს საშუალება ექნებათ მიიღონ სარგებელი თავიანთი სამუშაოსთვის. ქალაქში დამონტაჟდება  სპეციალური ფიდერები, რომლებიც სიგარეტის ნამწვის ან სხვა წვრილმანი ნაგვის სანაცვლოდ, ყვავებს საკვებით დააჯილდოებენ.

ყვავები ჭკვიანი ფრინველადაა მიჩნეული, რომლებსაც დიდი დრო არ დასჭირდებათ ამ სისტემაში გარკვევა-ჩასაბმელად. ელოდებიან, რომ "დამლაგებელი ყვავების" ოდენობა სწრაფად გაიზრდება.

ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი სიგარეტის ნამწვი იყრება შვედეთის ქალაქების ქუჩებში. ეს არის მთლიანი ნაგვის 60%-ზე მეტი. მოსალოდნელია, რომ ყვავები 75%-ზე მეტად შეამცირებენ დასუფთავების ხარჯებს.

სხვათა შორის, ყვავების დასაქმება დასუფთავეების სამსახურში შვედეთის "ნოუ-ჰაუ" არ გახლავთ. ევროპაში ამ ფრინველს უკვე წარმატებით იყენებენ საფრანგეთისა და ნიდერლანდების ტერიტორიების გასასუფთავებლად. 

ბრიუსელში, სპეციალურ ქუჩის საფერფლეებში შეგროვებული სიგარეტის ნამწვი გადამუშავდება და საოფისე მასალად იქცევა.  მხოლოდ შარშან ბრიუსელის ქუჩებიდან 900 ათასი სიგარეტის ღერი შეგროვდა. მათ შესაგროვებლად ორი წლის წინ ქალაქში 300 სპეციალური საფერფლე დამონტაჟდა. 

საფრანგეტში სიგარეტის ნამწვი იწმინდება და პლასტმასად იქცევა, რომლითაც შესაძლებელია მაგიდის საათების, ქაღალდის დამჭერების და საფერფლეების დასამზადებლად. საფრანგეთში სიგარეტის ნამწვში შემავალი პლასტმასასგან მზადდება სკამები ქალაქებისთვის.

შეგახსენებთ, სიგარეტის ნამწვი ნარჩენების ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც აბინძურებს გარემოს პლასტმასისა და სხვა მავნე ნივთიერებებით. სიგარეტის ფილტრებში შემავალი მიკროპლასტიკა აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, მოწამლავს ადამიანებსა და ცხოველებს. 

სიგარეტის ნამწვების გადამუშავება განსაკუთრებულ ტექნოლოგიას მოითხოვს. თუკი ისინი ნაგავსაყრელებზე მოხვდებიან, აბინძურებენ ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს მძიმე მეტალებითა და სხვა ტოქსინებით. ფრანგული კომპანია Ecomégot-ი, რომელიც სიგარეტის ნამწვს ამუშავებს, აცხადებს, ტომ სიგარეტის 1 ღერს შეუძლია 500 ლიტრი წყლის მოწამვლა.