დანიის ქალაქ ბრენერსლევში დაიწყეს უფასო კურსი, რომლითაც მოქალაქეები სწორად ძილს ისწავლიან.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდად ძილმა, შეიძლება, გამოიწვიოს მრავალი დაავადება, ან დაამძიმოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასაკმარისი, ან არასწორად ძილი, შეიძლება, მიზეზი გახდეს შემდეგი დაავადებების: გულის დაავადება, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესები, კიბო და სიმსუქნე. დადგენილია, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღება, ფოკუსირება და ემოციების კონტროლი.

აღმოჩნდა, რომ დანიელების თითქმის ნახევარს ცუდად სძინავს - მონაცემი ეკუთვნის ცენტრს, რომელიც ძილის დარღვევებს სწავლობს და პრევენციისთვის მუშაობს. 

Brennerslev-ის კურსების (ძილის კურსების) დროს მონაწილეებს ასწავლიან როგორ გაიუმჯობესონ ძილის რეჟიმი. მაგალითად, მიზანშეწონილია ძილის რეჟიმის დაცვა, ანუ, დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, რეკომენდებულია ასევე, რომ არ დაიძინოთ დღისით, ოთახში, რომელშიც იძინებთ, შეინარჩუნოთ ტემპერატურა ღამით +18-დან +21 გრადუსამდე, თავი აარიდეთ რთულ გონებრივ მუშაობას დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

თავდაპირველად კურსის ჩატარება მხოლოდ ერთჯერადად იგეგმებოდა, თუმცა დიდი ინტერესის გამო კურსების სიხშირე გაზარდეს და გადაწყვიტეს მათი რეგულარულად ჩატარება.

სხვათა შორის, დანიაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ახლობლებისთვის სპეც.კურსები მოქმედებს. იქ ადამიანები საკუთარ თავზე მუშაობას სწავლობდნენ. უფრო კონკრეტულად, ამ კურსებზე სწავლობენ თავიანთი ემოციური მდგომარეობის უკეთ მართვას და გაძლიერებას. საქმე ისაა, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად უამრავ ენერგიას ხარჯავენ ფსიქოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების დასახმარებლად, მაგრამ სტრესის გამო და სათანადო მხარდაჭერის გარეშე, ისინი ხშირად მსხვრეპლი თავად ხდებიან, თავადვე უჩნდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და თავადვე ხდებიან სამკურნალო. ამ სპეც.კურსის განმავლობაში ექსპერტები ასწავლიან მათ, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე ისე, რომ სტრესისგან არ გადაიწვან.

საპილოტე კურსები უკვე ჩატარდა ქვეყნის დედაქალაქში და სახრეთ დანიაში. მათზე 160 ადამიანი დარეგისტრირდა. მომავალი წლიდან ეს კურსები ხელმისაწვდომი იქნება მთელი დანიის მასშტაბით.

იტალიელი და გერმანელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, შიზოფრენიით დაავადებულთა 90%-ს, რომელთა ნათესავები ჩართულნი არიან მკურნალობის პროცესში, რეციდივის რისკი არ ემუქრება. თუ პაციენტები არ იღებენ დახმარებას ოჯახისგან და მეგობრებისგან, ეს მაჩვენებელი 63%-მდე ეცემა.