ლიეტუვას პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის ივლისისთვის, საჯაროდ რეგისტრირებულ კომპანიებში, ხელმძღვანელის თანამდებობების მინიმუმ მესამედი ქალებმა უნდა დაიკავონ.

„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების შესახებ“ კანონში ცვლილებები 67-მა დეპუტატმა მოიწონა, ცხრამ თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ იყო.

2026 წლის ივლისისთვის, რეგისტრირებულმა კომპანიებმა და დიდმა საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქალებს თანამდებობების მინიმუმ 33 პროცენტი ეკავოთ უფროს მენეჯმენტში, მმართველობასა და სამეთვალყურეო საბჭოში.

გარდა ამისა, თუ სხვადასხვა სქესის ორ კანდიდატს ერთი და იგივე კვალიფიკაცია ექნება, უპირატესობა ნაკლებად წარმოდგენილი სქესის კანდიდატს მიენიჭება.

ლიეტუვას სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს კომპანიების დირექტორთა საბჭოებში გენდერული ბალანსის დაცვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას.

ლიეტუვაში 30-მდე დიდი სავაჭრო და დაახლოებით 540 სხვა პროფილის მქონე მსხვილი კომპანიაა, მათ შორის - სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები.

წყარო: 1 არხი