თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვის შემდეგ კიევში ჩავიდნენ. ეს კუშნერისა და ვიტკოფის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში.

ტრამპის წარმოადგენლებს, რომლებიც კიევში მატარებლით ჩავიდნენ, ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დახვდა. იქამდე კი, მომლაპარაკებლები კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის საუკეთესო სურვილები გადასცა. მათივე ინფორმაციით, უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი საინტერესო იყო და ის დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

ტრამპის წარმომადგენლებს, რომლებიც კიევში მატარებლით ჩავიდნენ, ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია დახვდნენ.