იტალიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვა 12 ოქტომბრის საღამოს დაიწყო და 13 ოქტომბრის საღამოს ცხრა საათამდე გაგრძელდება. გაფიცვის გამო მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა ქალაქის შიდა, ქალაქთაშორისი და რეგიონული სარკინიგზო რეისები.

მატარებლების მიმოსვლა შეუფერხებულია იტალიის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის მილანში, სადაც დილიდან უკვე გაუქმდა რეისების დაახლოებით მესამედი.

გაფიცულები სამუშაო კონტრაქტების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ისინი პერსონალის შემცირებასა და სამუშაო მოცულობის გაზრდას აპროტესტებენ.

წყარო: 1 არხი