რა პროგრამებს და სერვისებს სთავაზობს სტუდენტებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი და პერსპექტივები აქვთ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ, თემაზე რადიო „კომერსანტი“ გადაცემაში, „პროფესიული განათლების“ ნაგივატორი, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა, საქართველოს რკინიგზის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიკა გაბელაიამ და პროგრამის ხელმძღვანელმა და მასწავლებელმა ნია ნათბილაძემ ისაუბრეს.
მანანა მოისწრაფიშვილის თქმით სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი არის კერძო საჯარო პარტნიორობის მაგალითი, რადგან 2015 წელს იგი დაფუძნდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის საქართველოს რკინიგზის მიერ.
„ამ კოლეჯს ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული და ჩადებული მიზანი, რომ მოემზადებინა სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კადრები. 2015 წელს დაარსდა კოლეჯი და 2018 წელს მიიღო პირველი სტუდენტები, სამი წელი ჩვენ კოლეჯს ვარემონტებდით, ათასწლეულის გამოწვევის. ფონდის გრანტიორები გავხდით, სახელმწიფომ და რკინიგზამ დიდი თანხები გაიღო იმისთვის, რომ სტუდენტებს დახვდეთ ზე თანამედროვე ტექნოლოგიებით და გადამზადებული მასწავლებლებით აღჭურვილი სივრცე, სადაც სტუდენტს აქვს ყველანაირი საშუალება დაეუფლოს პროფესიას.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კადრების მომზადებაზე, ეს არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო და რკინიგზის მშენებლობა, ძალიან ბევრი სფეროა, რომელიც დაფუძნებულია ჩვეულებრივი მშენებლის, მექანიკოსის და ელექტრიკოსის კომპეტენციაზე. ჩვენი კურსდამთავრებული სწავლობს ამ ძირითად დებულებებს და პლუს ამას სწავლობს სარკინიგზო ინდუსტრიას.” - აღნიშნა მანანა მოისწრაფიშვილმა.
მოისწრაფიშვილის თქმით საქართველოში 30 წლის მანძილზე მემანქანის გადამზადება არ ხდებოდა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა შექმნა ახალი პროგრამა, რომელიც სტუდენტს. აძლევს საშუალებას, რომ 2 წლის განმავლობაში ისწავლოს, დაეუფლოს პროფესიას.
„კოლეჯს აქვს მაღალი ხარისხის სიმულატორები, როგორც სამგაზავრო, ასევე. სატვირთო მატარებლებისთვის და ამ სიმულატორებზე 625-625 საათი ატარონ, რის შემდეგაც გამოდის კვალიფიციური მემანქანე, რომელმაც უნდა. გაიაროს. სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღოს ლიცენზია.. ეს შესაძლებლობა 30-35 წლის განმავლობაში არ იყო.
მოთხოვნა ძალიან მაღალია, გვაქვს ორნაირი მოთხოვნა, ერთია მოთხოვნა მათი მხრიდან ვინც. წლების. განმავლობაში მუშაობდა და არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა და გვაქვს მეორე ტიპის მოთხოვნა ადამიანები მუშაობდნენ მაგრამ არ. ჰყოფნიდათ კომპეტენცია და კვალიფიკაცია კარიერული წინსვლისთვის. ჩვენ ამას. ვუზრუნველყოფთ, თუმც ა სტუდენტს შეუძლია ნულიდან მოვიდეს, ჩვენ გვაქვს მოტივაციური ტიპის გასაუბრება, რა თქმა უნდა კონკურენცია მაღალია.“- აღნიშნა მანანა მოისწრაფიშვილმა.
მოისწრაფიშვილის თქმით კოლეჯმა სწავლა დაიწყო სამი პროგრამით, დღეს კი კოლეჯს აქვს 17 პროფესიული პროგრამა, საიდანაც რვა არის უშუალოდ სარკინიგზო ინდუსტრიის პროგრამაა.
„კოლეჯი სტუდენტებს. შესაძლებლობას. აძლევს, მიენიჭოს. ორმაგი ხარისხი, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო აკრედიტაციის. ბიტეკის. ხარისხიც , რომელიც. ჩაშენებულია ამ პროგრამაში, კოლეჯს. აქვს. შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ჩაირიცხება. რკინიგზის. ელექტრო მომარაგების მეურნეობაზე, პარარელურ რეჟიმში გაიაროს. ქართული და დიდი ბრიტანული პროგრამა. ახლა უკვე. ჩამოვიდა 18 კურსდამთავრებულის დიპლომი.
ეს დიპლომი არის საერთაშორისო ელექტრიკოსის. დიპლომი, 720 საათიანი, მესამე. საფეხურის კვალიფიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს, ქართველ კურსდამთავრებულს ევროპაში და ამერიკაში დასაქმდეს აბსოლუტურად დაუბრკოლებლად.“- აღნიშნა მანანა მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიკა გაბელაიამ აღნიშნა, რომ პროფესიული კოლეჯის. დიპლომით რკინიგზაში კანდიდატს აქვს. სრულიად ღია. კარი.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კოლეჯთან და პრაქტიკას სტუდენტები ჩვენთან გადიან, კოლეჯში არის პროგრამები, რომელიც რკინიგზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან რკინიგზა არის სპეციფიკური დარგი 150 წელზე მეტს ითვლის და კრიტიკული აუცილებლობა დგას რკინიგზის წინაშე, რომ მოხდეს კადრების გაახალგაზრდავება გაჯანსაღება, ამიტომ კოლეჯის დაარსება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თეორიულ ნაწილს სტუდენტები კოლეჯში გადიან, პრაქტიკულს ჩვენთან გადიან და იღებენ ანაზღაურებას.
მათთვის დასაქმება არის. ძალიან ხელმისაწვდომი, ვაკანსიის. შემთხვევაში პირველ რიგში ვაცხადებთ შიდა კონკურსს და აქ კოლეჯის რეკომენდაციით კურსდამთავრებულს აქვს უპირატესობა. ეს მნიშვნელოვანია როგორც. რკინგიზისთვის ასევე შეგირდისთვის. ის პროფესიას იძენს და აგრძელებს რკინიგზაში მუდმივად ზრდას. იწყებს დაბალი საფეხურით და აქვს განვითარების დიდი საშუალება.
კომპანიას გარდა იმისა, რომ მზაობა აქვს გენდერული ბალანსის დაცვაზე და ხელის შემწყობია, ვალდებულების ნაწილშიც გვაქვს ის, რომ ტექნიკურ დარგში გავზარდოთ გენდერული ბალანსი..სიამაყით. შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ქალი მემანქანის თანაშემწე გვყავს და წინ წასვლის სურვილი აქვს. ეს არის მაგალითი იმისა, ომ ქალები წახალისდნენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როგორც ცალკე აღებული რკინიგზა და კოლეჯი.”- აღნიშნა მარიკა გაბელიამ.
მანანა მოისწრაფიშვილის თქმით სარკინიგზო. კოლეჯი არის, USAID-ის საგრანტო ხელშეკრულების გამარჯვებული, რაც გულისხმობს სარკინიგზო. ინდუსტრიის. ხელმისაწვდომობას. რეგიონებში.
„ჩვენ გვაქვს ორი ცენტრი. სტუდენტების მისაღებად, ერთი არის სამტდრედიაში, მეორე თეთრი წყაროს რეგიონში . საქართველოს რკინიგზას. სჭირდება. ადგილობრივი კადრები და ჩვენ ეს USAIDის. გრანტით, საქართველოს. რკინიგზის და მარაბდა კარწახის ცენტრების. ჩართულობით შევძელით.
იქ განხორციელებდა როგორც გრძელვადიანი საკვალიფიკაციო პროგრამები, ასევე ნტენსიურად. მოხდება. მოკლევადიანი პროგრამებით გადამზადებას, ეს. იქნება სამტრედიაში რკინიგზის. ლიანდაგის მშენებლობა, დასავლეთ საქართველოს ექნება რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში ჩართვის შესაძლებლობა და მათ შორის „ბიტეკის" საერთაშორისო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, სარკინიგზო გადაზიდვეის და სავაგონო მეურნეობის.”- აღნიშნა მანანა მოისწრაფიშვილმა.
როგორც მეჩარხის პროგრამის ხელმძღვანელმა და მასწავლებელმა ნია ნათბილაძემ აღნიშნა, რომ მეჩარხის პროგრამა ეხება ლითონ დამუშავებას , რომელიც მოიცავს. ძალიან ბევრ დარგს, მისვე. თქმით მეჩარხის პროგრამა მიცავს ლითონდამუშავების საკითხებს და იმ ძირითად უნარებს და ზოგად უნარებს, რომელიც. საჭიროა. ლითონდამუშავების სფეროსთვის.
„ამ პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ისეთ საწარმოებში, როგორც. არის კვების მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია, ტრანსპორტი და ყველა ისეთი საწარმოში, სადაც მანქანა დანადგარებია საჭირო.
კოლეჯი აღჭურვილია ყველა იმ საჭირო მოწყობილობებით, ჩარხებით, დანადგარებით, რომელიც. სასწავლო პროცესისთვის სჭირდება სტუდენტს, მოდის ისეთი ხალხიც, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს დანადგართან მუშაობის უფლება.სურთ რომ იცოდნენ მასალები და იცოდნენ იმის გარჩევა, რომელი ლითონი შეურიონ კეთილთვისებიან ლითონს, რომ ძალიან არ დაზარალდნენ , ან უბრალოდ ამოიცნონ ლითონი, რომ ვიღაცამ არ მოატყუოს.”- აღნიშნა ნია ნათილაძემ.