ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ჩვენს სხე­ულს იმ­დენგვა­რად ცვლის, რომ ვერც კი წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­საძ­ლოა თქვე­ნი კის­რის ფორ­მას ცვლიდ­ნენ, აზი­ა­ნებ­დნენ მხედ­ვე­ლო­ბას და მო­ტო­რულ უნა­რებს და ამ­ცი­რებ­დნენ კუნ­თე­ბის ძა­ლას. ზოგი იმა­ზეც წუხს, რომ ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ო­ჭე­ბის მომ­რავ­ლე­ბა­საც იწ­ვევს. ამ ფი­ზი­კუ­რი პრო­ბე­ლე­მი­დან ზო­გი­ერ­თმა, შე­საძ­ლოა, თა­ვის მხრივ კოგ­ნი­ტი­უ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა ან სხვა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თუ არ გსურთ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა თქვე­ნი სხე­უ­ლი და­ა­ზი­ა­ნოს, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე რამ, რისი გა­კე­თე­ბაც თა­ვის და­სა­ზღვე­ვად შე­გიძ­ლი­ათ.

ხერ­ხემ­ლის დე­ფორ­მა­ცია

თუ ამ სტა­ტი­ას ტე­ლე­ფონ­ში კი­თხუ­ლობთ, დიდი შან­სია, რომ თავს დაბ­ლა ხრით. "წინ წა­მო­წე­ულ­მა თა­ვის პო­ზამ" შე­იძ­ლე­ბა კი­სერ­ზე 27 კგ-მდე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ამან ხერ­ხემ­ლის დის­კე­ბი და სახ­სრე­ბი და­ა­ზი­ა­ნოს, გა­მო­იწ­ვი­ოს კუნ­თე­ბის დე­გე­ნე­რა­ცია და ფილ­ტვე­ბის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბაც კი. მას მეტ­სა­ხე­ლიც აქვს: "ტექ კი­სე­რი".

ექი­მის რჩე­ვით, პრობ­ლე­მის გა­მოს­წო­რე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, არ­სე­ბობს უფრო მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლიც: ას­წი­ეთ ტე­ლე­ფო­ნი სა­ხის გას­წვრივ, ეკ­რა­ნი თვა­ლის დო­ნე­ზე და­ა­ყე­ნეთ, სა­ხის­გან ხე­ლის სიგ­რძე­ზე. იგი­ვე რჩე­ვა ვრცელ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტო­რებ­ზეც. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ ეკ­რან­თან შეს­ვე­ნე­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ. სცა­დეთ, რომ ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში 20-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა გა­ა­კე­თოთ.

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კანი და და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი კი­სე­რი

ბოლო პე­რი­ოდ­ში შეშ­ფო­თე­ბის ახა­ლი მი­ზე­ზი გაჩ­ნდა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იწ­ვევს თუ არა "ტექ კი­სე­რი" ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას. "თე­ო­რი­უ­ლად, ეს ლო­გი­კუ­რია",- ამ­ბობს ჯას­ტინ ჰექ­სტა­ლი, კონ­სულ­ტან­ტი დერ­მა­ტო­ლო­გი და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ექიმ­თა სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წევ­რი. "გან­მე­ო­რე­ბი­თი ზე­წო­ლა იწ­ვევს ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას, ამი­ტომ კის­რის მუდ­მი­ვად წინ გა­დახ­რა და აწე­ვა შე­იძ­ლე­ბა ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის მი­ზე­ზიც გახ­დეს, თუმ­ცა ამ კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი სან­დო კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა",- ამ­ბობს ის.

მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა

მი­ო­პი­ის (ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის) მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა შე­იც­ვა­ლა, ად­ვი­ლია ამა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა.

"20 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვე­ბის თვა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გრძი­ვი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, რათა გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა მი­ო­პი­ის და­წყე­ბი­სა და პროგ­რე­სი­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი",- ამ­ბობს დო­ნალდ მუტი, ოჰა­ი­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოპ­ტო­მეტ­რი­ის პრო­ფე­სო­რი. "მთა­ვა­რი კი­თხვა იყო, არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი მი­ო­პი­ა­სა და "ახლო მუ­შა­ო­ბას" შო­რის, ანუ ამო­ცა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც გა­ი­ძუ­ლებთ, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ სა­ხეს­თან ახ­ლოს მყოფ რა­ღა­ცა­ზე, მა­გა­ლი­თად ტე­ლე­ფონ­ზე. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ასე სუ­ლაც არაა",- ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

პრო­ფე­სო­რი მუ­ტის თქმით, კვლე­ვამ კი­დევ ერთი რამ გა­მო­ავ­ლი­ნა: გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ დროს, რო­გორც ჩანს, დამ­ცა­ვი ეფექ­ტი აქვს: "იდეა ისაა, რომ გა­რე­დან სხი­ვუ­რი შუქი ას­ტი­მუ­ლი­რებს დო­პა­მი­ნის ბა­დუ­რი­დან გა­მო­ყო­ფას და რო­გორც ჩანს, ამან შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვე­ნი თვა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე,"- ამ­ბობს მუტი.

ტექ­ნო­ლო­გია გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ჩვე­ნი უმე­ტე­სი დრო­ის შე­ნო­ბა­ში გა­ტა­რე­ბას. ამ გა­გე­ბით, მუ­ტის აზ­რით, თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბებს შე­იძ­ლე­ბა არა­პირ­და­პი­რი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს თქვენს თვა­ლებ­ზე. "ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა მარ­ტი­ვია - თქვენ უბ­რა­ლოდ მეტი დრო უნდა გა­ა­ტა­როთ გა­რეთ. ეს არა მხო­ლოდ თვა­ლე­ბის­თვი­საა კარ­გი, არა­მედ უკე­თე­სი ძი­ლიც გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი და სათ­ვა­ლე გა­მო­ი­ყე­ნეთ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა",- ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

სუს­ტი ხე­ლე­ბი

მო­ჭი­დე­ბის ძალა სულ უფრო მე­ტად აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც თქვე­ნი ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მარ­კე­რი. ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ის ად­რე­ულ სიკ­ვდილს უკეთ პროგ­ნო­ზი­რებს, ვიდ­რე არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა.

"არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ კომ­პი­უ­ტერ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, უმოძ­რაო სა­მუ­შა­ო­ზე გა­დას­ვლა ხელს უწყობს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის დაქ­ვე­ი­თე­ბას და სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ასე­ვე იმოქ­მე­დებს მო­ჭი­დე­ბის ძა­ლა­ზე,"- აცხა­დებს იო­ჰა­ნეს ბე­ლე­რი, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ლა­უ­ზი­ცის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სო­ცი­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი.

ხე­ლი­სა და თვა­ლის კო­ორ­დი­ნა­ცია

"რო­გორც ჩანს, ტექ­ნო­ლო­გია გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ტო­რულ უნა­რებ­ზეც, უნა­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც გო­ნე­ბა­სა და სხე­ულს ზუს­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბის­თვის ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. მას შე­უძ­ლია გაგ­ხა­დოთ უკე­თე­სი ისეთ რა­ღა­ცე­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა დაწ­კა­პუ­ნე­ბა და გა­და­ფურცვლა,"- ამ­ბობს სე­ბას­ტი­ან სა­გე­ი­ტი, გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რი გერ­მა­ნი­ის რე­გენსბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. "მაგ­რამ თუ უფრო ფარ­თო მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უარ­ყო­ფით ეფექ­ტზე მე­ტყვე­ლებს. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მეტი ვი­ცით ბავ­შვებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე უფ­რო­სებ­ზე."

სა­გე­ი­ტის კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს კავ­შირს ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბულ დრო­სა და მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას შო­რის.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა, რად­გან არ­სე­ბობს კო­რე­ლა­ცია მო­ტო­რულ უნა­რებ­სა და კოგ­ნი­ტურ და აკა­დე­მი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში. მისი რჩე­ვაა არ და­პა­ნიკ­დეთ და არ აკ­რძა­ლოთ ეკ­რა­ნე­ბი. ამის ნაც­ვლად, შეგ­ნე­ბუ­ლად და­ნერ­გეთ პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში: მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ან ხელ­ნა­კე­თო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა, თა­ვად სა­გე­ი­ტი ხეზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა ან თუნ­დაც უბ­რა­ლოდ ხე­ლით წე­როთ.

"ეს არ არის სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი", - ამ­ბობს სა­გე­ი­ტი. "მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, თუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტე­ბი ზო­მი­ე­რი­დან მცი­რემ­დეა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე, კო­ლექ­ტი­უ­რად, თა­ო­ბებს შო­რის, ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ტენ­ცი­ურ და­სუს­ტე­ბა­ზე და რე­ა­ლო­ბა­ში აზ­როვ­ნე­ბის უუ­ნა­რო­ბა­ზე, რად­გან ხე­ლე­ბი არის ჩვე­ნი სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი წერ­ტი­ლი".

წყა­რო: www.bbc.com/

www.ambebi.ge