დღეს, საღამოს 21 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები მიიღებენ.

მუსიკოსები ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, უსამართლოდ დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდებიან.

აქცია-კონცერტზე იმღერებენ:

  • გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
  • შოთა საგანელიძე;
  • Moku Moku;
  • წერილი;
  • Kordz;
  • Mechanical Rainbow;
  • ლექს სენი & თიკო;
  • ნატალია ნაყოფია;
  • Bedford Falls;
  • Circus Mircus;
  • The Window;
  • Quemmekh;
  • არა;
  • ყველა;
  • Creams;
  • ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
  • ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
  • ფანიკო;
  • ავარა;
  • თამადა;
  • მერაბ სეფაშვილი;
  • ლელა წურწუმია;
  • რობი კუხიანიძე;
  • დაგდაგანი;
  • Loudspeakers;
  • გამოუვალი მდგომარეობა;
  • Process.

უკვე მოქმედებს ანგარიშის ნომრები, სადაც მსურველებს ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: 

TBC
For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001
BOG
#GE90BG0000000595714311
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
PayPal: protection@hrht.ge

ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.

გარდა ამისა დღეს, 2 ივნისს 18 საათზე დაანონსებულია მარში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სახელწოდებით -თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მსვლელობა ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. 

„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ სახელწოდების აქცია-კონცერტი გაიმართება ქუთაისშიც. „დაფიონის“ ორგანიზებით, 19:00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.

მონაწილეები:
Outsider
SKAZZ
ბაჩო ჯიქიძე
Will Kolak
Stress
See Me
გერჩი
Luie