საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ. 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძეს გაეჯიბრა.
თანაბარი და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. ეფექტური გდებით ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.