პარლამენტთან საპროტესტო აქცია მე-14 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც საავტომობილო გზა გადაიკეტა.
მანამდე, საჯარო სექტორში დასაქმებული პირები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ და აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეების მსვლელობას ტაშით შეხვდნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს.