პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას ეხება.
საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობებს სადაზღვევო ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და ფინანსურ სექტორში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გათვლების უფრო სიღრმისეული და მრავლისმომცველი გამოყენების აუცილებლობას.
კანონპროექტი მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას) ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი - ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის მათი ეფექტური მართვის მეთოდების და ფინანსური ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება და სადაზღვევო პრემიის ადეკვატურობის შეფასება შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.
პროექტით, ერთი მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაინერგება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტებისათვის აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები. მეორე მხრივ, შეიქმნება „დაზღვევის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად გაწერილი შესაძლებლობა.
პარლამენტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა, კარგი. მაგრამ, „სად არის კონკრეტული შედეგი?“ ეს არის, რაც ტრამპს ნამდვილად აინტერესებს - „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი
“საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს” - ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე
ირანი თანდათანობით გაიხსნება დანარჩენი სამყაროსთვის, რომელი ქვეყანაც დაასწრებს ირანთან ურთიერთობას, ის მოიგებს - თორნიკე შარაშენიძე