მეწყერსაშიში ზონა თბილისში - კოკინაკის ჩიხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის მოსვლა ამ ქუჩაზე იმის შიშით სრულდება, რომ რომელიმე სახლი არ დაინგრეს.
საფრთხისშემცველ დასახლებაში საფეხმავლო ბილიკი განადგურებულია, წვიმის წყალი კი ახლა პირდაპირ სახლებში მიედინება და კედლებს ძირს უთხრის. უკვე წლებია ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ,ნაძალადევვის გამგეობიდან მიიღეს კდიეც პასუხი, რომ პროექტი არსებობს, თუმცა ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
"ისეთი წნევით მოაწვა წყალი, რომ შემოსულიყო სულ, არ ვიცოდი სად გავიქცეოდი ბავშებიანად. მიწოლით გავაჩერეთ, მერე ჩემი შვილი წყალში გადავიდა და გათხარა, უბრალო წვიმაც კი უკვე საშიშია. ადგილზე იყვნენ მოსულებიო და არავის არავინ გვინახავს და ვინ მოდის და სად დადის არ ვიცით", - ამბობს მოსახლეობა.
წყარო: "ტვ პირველი"