„მეწყერს ყოველთვის აქვს თავისი გამეორების პერიოდები, 50 წელიწადში, 150 წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ შუალედებში რაღაცები უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კატასტროფა თავიდან ავიცილოთ,“ -  ასე გამოეხმაურა ეკოლოგი სიმონ ბარამიძე რაჭაში, შოვში მომხდარ  ტრაგედიას. მისი თქმით ეს უყურადღებობის ბრალია.

„მეწყერს ყოველთვის აქვს თავისი გამეორების  პერიოდი და შუალედში უნდა  გაკონტროლდეს, ჩვენ გვახსოვს 2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება, თუმცა ტრაგედია რომ მოხდა მერე გაკეთდა რაღაცები, აქაც ისეა.

სპეციალისტებმა უნდა გვითხრან თუ რა არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი დაინგრა, აღარ  არის მშენებლობის  სამინისტრო, ქვეყანას  არ  აქვს გეოლოგიის  სამსახური, ამ ყველაფრის  გაუქმებამ გამოიწვია ეს ყველაფერი.“ - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ.

ბარამიძე ასევე აღნიშნავს, რომ ერთ დღეს ეკოლოგიური  კატასტროფა შესაძლოა თბილისსაც დაემუქროს, თუმცა ის  ჰაერის  დაბინძურებით იქნება გამოწვეული, რადგან როგორც  ეკოლოგი აღნიშნავს „ქალაქი არ ნიავდება“ რასაც  ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის.

„ერთ მშვენიერ დღეს,  შეიძლება  მოხდეს ისე, რომ თბილისში ხალხი დაიწამლოს ამ  დროს  იტყვიან მოულოდნელიაო. დიდი  დიღომი  ისე გააკეთეს, რომ იქიდან ქარი აღარ  გამოდის, როგორი  არქიტექტურა და განაშენიანებაა ეს?!  ქალაქის  არასწორი  განაშენიანება გამოიწვევს  მასიურ მოწამვლას. მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი არ ნიავდება ისე  უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი, მტკვარი უნდა იყოს  ყველაფრის გამტანი თუმცა ასე აღარ ხდება,  ადრე  დიდი დიღომი ქალაქს  ანიავებდა 5-6 მ/წმ სიჩქარით, მაშინ როცა ქარის  სიჩქარე 13 მ/წმ იყო, ახლა ასე აღარ არის. მტკვრის  მარჯვენა  მხარეს  არაფერი არ ნიავდება, ჰაერი აღარ ჩადის ისე უცნაურად არის. როდესაც ჰორიზონტალური განიავება არ ხდება და ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება, დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ, სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და ეს კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ.