სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში კვლავ რუსეთია.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 509.219 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 21.7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 1-ელ 9 თვეში რუსეთში ექსპორტმა 498.365 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად, წლიურ ჭრილში ჩრდილოელ მეზობელთან ექსპორტი 2.2%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ტოპ-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- რუსეთი (509.2 მლნ. აშშ დოლარი);
- თურქეთი (210.970 მლნ. აშშ დოლარი);
- ჩინეთი (197.111 მლნ. აშშ დოლარი);
- ბულგარეთი (191.148 მლნ. აშშ დოლარი);
- სომხეთი (138.664 მლნ. აშშ დოლარი);
- აზერბაიჯანი (135.060 მლნ. აშშ დოლარი);
- შვეიცარია (80.059 მლნ. აშშ დოლარი);
- ყაზახეთი (65.730 მლნ. აშშ დოლარი);
- იტალია (64.407 მლნ. აშშ დოლარი);
- აშშ (61.889 მლნ. აშშ დოლარი)