ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მარკების ფასი ოთხშაბათის ვაჭრობისას გაიზარდა, წინა სავაჭრო სესიის შემცირების შემდეგ.

თბილისის დროით 11:40 საათისთვის, ლონდონის ICE Futures Europe-ის ბირჟაზე Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსის ფასი 0,21%-ით, 20 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $96,36 შეადგინა.

29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად Brent-ის დეკემბრის კონტრაქტი 1,71%-ით, $1,67-ით გაიაფდა და ბარელზე $96,16-მდე ჩამოვიდა. ამასთან, ნოემბრის კონტრაქტის ფასი, რომლის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს იწურება, 2,56%-ით, $2,69-ით შემცირდა და $102,59 შეადგინა.

ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსის ფასი 09:45 საათისთვის 0,19%-ით, 17 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $89,55-ს მიაღწია.

29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად WTI-ის ფასი 3,48%-ით, $3,22-ით შემცირდა და ბარელზე $89,38 შეადგინა.