ყველაზე დიდი მარსული წარმომავლობის ქანი, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ დედამიწაზე, ნიუ-იორკში 4.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. მარსიდან ჩამოვარდნილი ქანი „უძვირფასეს იშვიათობად“ შეაფასეს.

მოწითელო-ყავისფერი შეფერილობის ქვა დაახლოებით 24 კილოგრამს იწონის და სიგრძით 38 სანტიმეტრს აღემატება. ის ნიგერის ერთ-ერთი შორეული რეგიონის ტერიტორიაზე 2023 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. ეს ქვა მოცულობით თითქმის ორჯერ აღემატება მარსიდან ჩამოვარდნილ ყველა სხვა ანალოგს, რაც კი ოდესმე უპოვნიათ. დედამიწაზე სულ დაახლოებით 400 მარსული წარმომავლობის ქანია აღმოჩენილი.