სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა.
შესწავლილია 2019-22 წლების მონაცემები.
სახელმწიფო აუდირის სამსახური წერს, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორების გამო, სწრაფად განვითარებად, ურბანულ სივრცეებთან შედარებით, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგანან. გამოწვევად რჩება დასახლებული პუნქტების მუნიციპალურ თუ რეგიონულ ცენტრებსა და სატრანსპორტო კვანძებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტერნეტის მისაწვდომობა, ადგილობრივი მოსახლეობის საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ჯანდაცვის ცალკეულ სერვისზე, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრებთან მისაწვდომობა, დაბალია ელექტრონული სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. მაღალმთიან დასახლებებში შესამჩნევია ახალგაზრდების მიგრაცია და მოსახლეობის დაბერება.
ანგარიშში არაერთი მიმართულებითაა ხარვეზები გამოვლენილი.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესი:
- სტრატეგია შემუშავებულია ცალკეული რეგიონის დასახლებებში არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.
- დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის დონე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- არ არის შეფასებული განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღწეული პროგრესი და მათი გავლენა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაზე.
მაღალმთიანი დასახლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესი:
- ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს.
- ვერ მივიღეთ რწმუნება გარკვეული დასახლებების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა და მონიტორინგი:
- მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ასახული ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ წარმოადგენს სანდო წყაროს.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლის არსებობის შესახებ.
- 2019-2022 წლებში მონიტორინგი მიმდინარეობდა ხარვეზებით.
- მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობა ატარებს ფორმალურ ხასიათს.
- აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ დანამატის გაცემის შემთხვევები.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და მონიტორინგი:
არ არის დანერგილი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მონიტორინგის სისტემა. სტატუსის მქონე პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენა ხდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტების საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად.
საგადასახადო შეღავათების გავლენა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე:
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული აქტივობებით მიღწეული შედეგების ინდიკატორები ზოგადი ხასიათისაა, არ არის გაწერილი საბაზისო და მისაღწევი შედეგები.
გაიცა რეკომენდაციებიც: