ივნისში ბიზნეს-ლიგა - რა? სად? როდის? - ახალი სეზონი იხსნება, სადაც ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მედია ჰოლდინგი „კომერსანტი“ სისტემატურად გააშუქებს ბიზნესის წარმომადგენელთა ინტელექტუალურ თამაშებს და როგორც გადაცემა „ბრენდი საქართველოს“ ავტორმა ლევან კობერიძემ განაცხადა, „კომერსანტის“ საშუალებით გაიგებს რადიომსმენელი და მკითხველი „ბიზნესმენები და კომპანიები გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, ინტელექტში რა მაჩვენებლებს დებენ“.
ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში დააანონსა ბიზნეს-ლიგა - რა? სად? როდის? ახალი სეზონის დაწყება და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ჩაერთონ ინტელექტ-თამაშში.
„ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ბიზნეს-ლიგა - რა? სად? როდის? - ახალი სეზონი ივნისში დაიწყება და ყველა კომპანიას ვეპატიჟებით მონაწილეობისთვის. ეს არის იგივე რა? სად? როდის?, მაგრამ ბიზნეს-კომპანიები ეჯიბრებიან ერთმანეთს, რაც ეს ხელს უწყობს მათ Team-Builings-ს და ზოგადად ბიზნეს-ურთიერთობებს,“ - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
ლევან კობერიძე და გიორგი მოსიძე რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში შეთანხმდნენ, რომ „კომერსანტი“ სისტემატურად გააშუქებს ბიზნეს-ლიგის შედეგებს.
„მოდი, „კომერსანტი“ იყოს ის ადგილი, სადაც გაშუქდება ბიზნეს-ლიგის თამაშები და ყველასთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, ბიზნესმენები და კომპანიები გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, ინტელექტში რა მაჩვენებლებს დებენ,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.