სატრანსფერო ვებგვერდ transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელების ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 10 მლნ ევროთი გაიზარდა და  90 მლნ ევრო გახდა. 

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონით გაიზარდა და 22 მლნ ევრო შეადგინა.