ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.
ანგარიში 80:70 დასრულდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 90:86 ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა, თავად პირველი ადგილი დაიკავა, ამრიგად საქართველოს გზა გაეხსნა მერვედფინალისკენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მესამე გოლი ბულგარელების კარში გიორგი მიაუტაძემ შეხვედრის 65-ე წუთზე გაიტანა.
მატჩში პირველი ორი გოლის ავტორები არიან - ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა გაგნიძე.
მატჩში ანგარიში კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა.
მეორე გოლი ნიკა გაგნიძემ ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.