ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლები, რომლებიც პირველი ნოემბრიდან, მაღაროების გაჩერების გამო აღარ მუშაობენ, ხვალიდან აქციებს აანონსებენ.
დასაქმებულების თქმით, მათ კომპანია სამუშაოების განახლებამდე ხელფასის 60%-ის გადახდას დაჰპირდა, ისინი კი, მოითხოვენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებში აღებული სასესხო ვალდებულებების პროცენტებიც დროებით გაიყინოს და გადახდა მაშინ დაიწყონ, როცა მაღაროები მუშაობას განაახლებენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ ამ წინადადებაზე სესხების ისეთ ბანკში გადატანა შესთავაზა, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არის.
დასაქმებულების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროები ოფიციალურად დახურულია, ქვეკონტრაქტორები მალულად მაინც მუშაობენ და ხვალიდან მათ მუშაობის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემენ.
წყარო: მთავარი არხი