ბოლო რამდენიმე დღეა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის შესახებ ბრალდების შემცველი განცხადებები ვრცელდება. კერძოდ, თითქოს სოფელი ზოდის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე ძალადობა კომპანიის ორგანიზებულია.

ჯორჯიან მანგანეზი კატეგორიულად უარყოფს მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ემიჯნება ძალადობას.

როგორც ჯორჯიან მანგანეზისთვის ცნობილია, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და მზად არის ითანამშრომლოს შესაბამის უწყებასთან, შემდეგ კი გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები და მოითხოვოს ცილისმწამლებური ინფორმაციის უარყოფა.