82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თემო გოცაძე.
თემო გოცაძე სხვადასხვა წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი, ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.