2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი გაზრდილია.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ორი თვის მაჩვენებლებით, საქართველომ ექსპორტზე 5 853.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 624.0 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა.

მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტმა 3 324.7 ტონა შეადგინა.

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების დიდი წილი გერმანიაში გავიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ნატურალური წვენები გაყიდა:

  • გერმანია - 1 173.0 ტონა;
  • აშშ - 752.4 ტონა;
  • ავსტრალია - 517.0 ტონა;
  • ისრაელი - 307.7 ტონა;
  • რუსეთი - 211.0 ტონა.

businessinsider.ge