2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 34 160.7 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 3 039.6 ტონა თხილი გაიტანა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 683.3 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან თხილის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა.

საქართველოში მოყვანილი და გადამუშავებული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს:

  • იტალია - 916.0 ტონა;
  • ესპანეთი - 458.0 ტონა;
  • სირია - 210.5 ტონა;
  • გერმანია - 210.2 ტონა;
  • პოლონეთი - 160.6 ტონა;

businessinsider.ge